გვიშტიბის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა უსაფრთხოებისა და ძალადობის პრევენციის მიზნით ღონისძიებები ტარდება
18-07-2018

გვიშტიბის საჯარო სკოლაში მოსწავლე ახალგაზრდობის უსაფრთხოებისა და ძალადობის პრევენციის მიზნით საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით მოეწყო შეხვედრა მოსწავლეებთან, რომელშიც მონაწილეობდა რესურსცენტრის წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, დირექტორი და პედაგოგები.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ რეკომენდირებულ პროექტის ფარგლებში „მოუსმინოთ მოსწავლეებს“ დირექციისა და პედაგოგ მარინე მუშკუდიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა მოსწავლეთა დისკუსია თემაზე: „ჩვენ ძალადობის წინააღმდეგი ვართ“.

შეხვედრის მიზანი მოსწავლე ახალგაზრდობის უსაფრთხოება და ძალადობის პრევენცია იყო. 

ამავე პროექტის ფარგლებში სკოლაში მორიგი შეხვედრა გაიმართა თემაზე „ერთად ვებრძოლოთ ძალადობას“. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203