''ვისწავლოთ ხალისით...'' - თერჯოლის N1 სკოლაში ინოვაციური პროექტი დაიწყო
15-12-2016
თერჯოლის N1 სკოლაში ინოვაციური და საინტერესო პროექტი დაიწყო: "ვისწავლოთ ხალისით ქართული ენა და ვიმოგზაუროთ ვირტუალურ სამყაროში". 

"მომავლის კლასში", კომპიუტერთან, საგანმანათლებლო თამაშებით მოსწავლეები გადალახავენ გრამატიკულ დაბრკოლებებს; 

მოსწავლეები ესტუმრებიან სხვადასხვა ქვეყანას, იმოგზაურებენ დროში. 

პროექტში მონაწილეობას მიიღებენ V, VI, VII, VIII, IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეები. ინტეგრირებული პროექტის (ქართული ენის გრამატიკა და ი.ს.ტ.) ხელმძღვანელები არიან: თამარ ამირანაშვილი და ასმათ ჩიტორელიძე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203