როკითის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა Google Maps-ზე ახალი ტურისტული მარშრუტი დაიტანეს
18-07-2018
როკითის საჯარო სკოლის ეკოკლუბი - მასშტაბურ გარემოსდაცვით სასკოლო კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2018 -აღმოაჩინე საქართველო“ აქტიურად მონაწილეობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ეკოკლუბის წევრებმა ბაღდათის ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით Google Maps-ზე დაიტანეს ახალი ტურისტული მარშრუტი - „ვარციხე-დიდიველა-როკითი“. აქტივობამ გუნდს წარმატება მოუტანა და ფინალში ნომინაციაში - Global Forest Watch in Georgia ჟიურის რჩეული გახდა. პროექტის კოორდინატორმა ეკატერინე ნაკაშიძემ გუნდს ახალი ტურისტული მარშრუტის გასაკეთებლად 1000-ლარიანი გრანტი გადასცა.
„ამის შემდეგ, დავგეგმეთ 3-დღიანი ტური, მივყევით დიდი ბოტანიკოსის ნიკო კეცხოველის ნაკვალევს, მოვიარეთ მაღალმთიანი აჭარა- გურია, ავიღეთ GPS კოორდინატები, გადავიღეთ სურათები და ვიდეოები. ეხლა კი ვმუშაობთ ნიკო კეცხოველის მარშრუტის Google Maps-ზე დასატანად. ვაკეთებთ ფოტოკოლაჟს და მოვაწყობთ კონფერენციას - „ნიკო კეცხოველის კვალდაკვალ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.