ვანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები თავდაცვის სამინისტროს მე-3 ქვეით ბრიგადას ეწვივნენ
18-07-2018
ვანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს მე-3 ქვეით ბრიგადაში იმყოფებოდნენ სტუმრად.
შეხვედრაზე ვანის N1 საჯარო სკოლის გარდა, ვანის N2 საჯარო სკოლისა და ვანის მართმადიდებლური გიმნაზიის მოსწავლეებიც იმყოფებოდნენ.
სკოლის მოსწავლეებს
საშუალება ჰქონდათ საკუთარი თვალით ენახათ 21-ე საუკუნის ქართველი
ჯარისკაცის საცხოვრებელი პირობები და ქართული შეიარაღება.
აგრეთვე, სკოლის
მოსწავლეებმა გვირგვინით შეამკეს ომში დაღუპულ მეომართა მემორიალი,
დაესწრნენ ღია კარის დღეს და სიმულაციის ოთახებში მოსინჯეს თავიანთი
შესაძლებლობები.