ნიგორზღვის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
18-07-2018
სამტრედიის, ნიგორზღვის საჯარო სკოლის მე-5-მე-8 მოსწავლეები იმერეთში სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. სკოლის აღსაზრდელებმა საჩხერე და ჭიათურა დაათვალიერეს - სავანეში აკაკი წერეთლის ძიძისეული კარ-მიდამო, სხვიტორში კი მწერლის სახლ-მუზეუმი ნახეს.
მოსწავლეებმა ასევე კაცხის სვეტი მოინახულეს და კაცხის სვეტის მონასტერი და მღვიმევის დედათა მონასტერი მოილოცეს. იხილეთ ფოტოები