ბათუმის მრავალდარგობრივი გიმნაზია „იბერიის“ მეორეკლასელებმა სასწავლო წელი სპექტაკლით გააცილეს.
მოსწავლეებმა მასწავლებლების, ციური ავალიანისა და მარინე გიგაშვილის ინიციატივით „წითელქუდას“ პერსონაჟები გააცოცხლეს.
ღონისძიებაზე ასევე შეფასების სქემის კრიტერიუმების საფუძველზე წლის განმავლობაში კლასში გამარჯვებული ჯგუფი და წლის საუკეთესო მორიგე გამოვლინდა.
საუკეთესო მორიგეს ტიტული დანიელ ცინცაძეს ერგო.
ასევე, მასწავლებელმა ბავშვებს სამახსოვრო ფოტოსურათები და სიგელები გადასცა.
იხილეთ ფოტოები