2016 – 2017 სასწავლო წელი სსიპ-თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგარევის საჯარო სკოლაში
08-09-2016
2016-2017 სასწავლო წელს, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლები, სსიპ-თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგარევის საჯარო სკოლაც  განსაკუთრებული ენთუზიაზმითა და მოლოდინით ხვდება.     

რადგან პირველკლასელთათვის სასაწავლო წლის დაწყება ცხოვრების ახალი ეტაპია, სკოლა განსაკუთრებულად ემზადება  მათთან შესახვედრად.    

სკოლის მასწავლებლები უკვე ემზადებიან უფროს კლასელებთან ერთად საზეიმო ღონისძიების მოსაწყობად.      
 
ახალი სასწავლო წლის დაწყებას  სკოლის დირექტორი საზეიმო ვითარებაში მიულოცავს მოსწავლეებს. მოსწავლეები კი სიმღერებითა და ლექსებით გაამრავალფეროვნებენ სკოლის დაწყების პირველ დღეს.  

პირველ კლასელებს გადაეცემათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოყოფილი კომპიუტერები (ე.წ.-ბუკი).     
  
ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ინტელექტუალური, გასართობი და  სპორტული ღონისძიებები, რომლებიც უფრო საინტერესოს გახდის სასწავლო პროცესს და რომელთა შესახებ ნელ-ნელა, ეტაპობრივად მოგახსენებთ.  
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203