კარწახის საჯარო სკოლაში სახალხო დამცველის რეგიონულმა ოფისმა შეხვედრა გამართა
19-07-2018

სეროვბე ბენგოიან-ლევონიანის „ჯივანის“ სახელობის კარწახის საჯარო სკოლაში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის ოფისში გენდერის საკითხებში წარმომადგენელმა, ლილით ოგანესიანმა, ადრეულ ასაკში ქორწინების, ოჯახში ძალადობისა და რეფერირების პროცედურების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ კარწახის საჯარო სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები. 

პრეზენტაციის დასასრულს მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში და დაესვათ შეკითხვები. 

შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა და, როგორც მოსალოდნელი იყო, დამსწრე საზოგადოება აქტიურად ჩაერთო დისკუსიაში, გამოთქვეს მოსაზრებები, რაც მთავარია, ყველას აზრი იყო ის, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ხშირად გაიმართოს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203