მარათონის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ახალი სამგორის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილობდნენ.
ღონისძიება სამოქალაქო განათლების მასწავლებლის თემურ წიკლაურის და სპორტის მასწავლებლის ავთანდილ თეგეთაშვილის ორგანიზებით, სოფლის ხელმძღვანელებისა და საქართველოს „წითელი ჯვრის“ საზოგადოების გარდაბნის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ქალბატონი შორენა წიკლაურის თანადგომით სოფელ ახალ სამგორში ჩატარდა.
მარათონის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა სოფლის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები ლევან აფციაური და ქართლოს მამულაძე, დეპუტატი გელა მიგრიაული, მოსწავლეების მშობლები დავით ნარიმანიძე და ლანა მაჭარაშვილი.
მართონული გარბენა მოხდა სამგორის შემოსასვლელიდან სკოლამდე 2,5 კმ მანძილზე.
გოგონათა და ვაჟთა შორის გამოვლინდნენ I-II-III ადგილზე გასული მოსწავლეები, რომლებიც დაჯილდოვდნენ მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით, ხოლო ყველა მონაწილეს გადაეცა მონაწილის დიპლომი და საქართველოს „წითელი ჯვრის“ საზოგადოების გარდაბნის ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ მოტანილი კალენდრები.
იხილეთ ფოტოები