სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი სენაკის N1 სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი სენაკის N1სკოლაში მაღალი საფეხურის მოსწავლეებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი თემები:
1. არასრულწლოვნები და დანაშაული
2. ბიონარკოტიკი და მისი მავნებლობა
3. ოჯახური ძალადობა
ტრენერები იყვნენ: უბნის უფროსი ინსპ-გამომძიებელი, პოლიციის მაიორი მედეა კობახიძე, მე-2 განყოფილების უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი როლანდ ბუკია, რეგიონის პრესსამსახურის უფროსი გელა გოგოხია.