ბაღდათის N2 საჯარო სკოლის პედაგოგმა შიდა დაკვირვების გაკვეთილზე მრავაფეროვანი აქტივობები გამოიყენა
19-07-2018
ბაღდათის N2 საჯარო სკოლის მე-3 კლასში ბუნებაში შიდა საგაკვეთილო დაკვირვება წარმატებით ჩატარდა. 

სასწავლო პროცესს პედაგოგი ირინა ქარაბაკი ხელმძღვანელობდა. გაკვეთილის თემა იყო- ჯანმრთელობა - რისთვის გვჭირდება საკვები. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ორგანიზმის ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელი პირობები დაასახელეს, ადამიანის კვების თავისებურებებს გაეცნენ და ორგანიზმისთვის სასარგებლო პროდუქტები დაასახელეს. 

გაკვეთილი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. მოსწავლეებმა იაქტიურეს და იმუშავეს როგორც ჯგუფურად ისე ინდივიდუალურად.

შიდა დაკვირვების ჯგუფის წევრებმა გაკვეთილი დადებითად შეაფასეს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203