საბეჭისის საჯარო სკოლის პედაგოგი ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრში სტაჟირებაზე იმყოფებოდა
19-07-2018
საბეჭისის საჯარო სკოლის ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი რევაზ აბუსელიძე კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ჟენევაში, ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრში (CERN) სტაჟირებაზე იმყოფებოდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგმა სამშობლოში დაბრუნებისთანავე კოლეგებთან საინფორმაციო შეხვერდა გამართა დამიღებული ინფორმაცია და შთაბეჭდილებები გაუზიარა.
„მიუხედავად იმისა, რომ საკითხი ფიზიკას ეხებოდა, შეხვედრა ძალიან საინტერესო და ყველასთვის გასაგები აღმოჩნდა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.