ბათუმის N15 საჯარო სკოლა შსს აკადემიის, სამინისტროს არქივის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი შემეცნებით-კვლევით პროექტში „შეისწავლე ისტორია, გახდი მკვლევარი“ მონაწილეობდა.
პროექტში სკოლამ აჭარის რეგიონი წარადგინა.
სკოლის გუნდთან ერთად პროექტში ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი ზვიად ჩხენკელიც მონაწილეობდა.
გუნდს ისტორიის პედაგოგი ნატალია აფაქიძე ხელმძღვანელობდა, ხოლო გუნდის მენტორი შსს არქივის წარმომადგენელი მერი ბარბაქაძე იყო.
გუნდმა შსს არქივის მასალებზე დაყრდნობით მოამზადა კვლევა - „აჭარა ოკუპაციის წინააღმდეგ 20-იან წლებში“.
დასკვნით ეტაპზე მონაწილე გუნდებმა დამსწრე საზოგადოებას კვლევის შედეგებზე დაყრდნობით პრეზენტაცია წარმოუდგინეს.
პროექტში სულ ხუთი რეგიონი მონაწილეობდა.
იხილეთ ფოტოები