ოდიშის №1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა მასწავლებლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს
19-07-2018
ალექსანდრე საჯაიას სახელობის ოდიშის №1 საჯარო სკოლაში XII კლასის მოსწავლეებმა სკოლის დამთავრება ღონისძიებით აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კურსდამთავრებულებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, და კლასის ხელმძღვანელს დემიზა ნაჭყებიას და მასწავლებლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა აღსაზრდელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და საუკეთესო მომავალი უსურვებს.