ქსნის საჯარო სკოლაში ორიგინალური სამართლებრივი კულტურის გაკვეთილი ჩატარდა
19-07-2018
ქსნის საჯარო სკოლაში სამართლებრივ კულტურაში გაკვეთილი „დანაშაულის ადგილი და გამოძიება“ სამართალდამცველ დავით წურწუმიასთან ერთად ჩატარდა. 

მოსწავლეები სხვადასხვა პოზიციაზე გადანაწილდნენ (გამომძიებელი, ექსპერ-კრიმინალი, დაცვა, სკოლის დირექტორი, დამნაშავე, კინოლოგი და ა. შ.) და სკოლაში მომხდარი „ქურდობის“ გამოძიებას შეუდგნენ. 

ექსპერტ-კრიმინალების და გამომძიებლების გამოძიების, ნივთიერი მტკიცებულების და ანაბეჭდების შედეგად მოსწავლეებმა „დამნაშავე“ დააკავეს. 

მისი იდენტურობის დადგენა დაქტილოსკოპიური კვლევების შედეგად მოხდა. 

„ექსპერტ-კრიმინალისტთა დეპარტამენტში სკოლიდან მოთხოვნა გავაგზავნეთ და ველოდებით ექსპერტის მოწვევას, რათა უფრო საინტერესოდ წარიმართოს პროცესი“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203