ბათუმის მრავალდარგობრივი გიმნაზია „იბერიის“ მოსწავლეებმა საყვარელი პერსონაჟები და სიუჟეტები დახატეს.
მათ საყვარელი წიგნები შეარჩიეს და ბლოკნოტებში ფერადი ფანქრებით ტომის, პატარა უფლისწულის, ოსკარისა და სხვა გმირების ხატვა დაიწყეს.
„მათ აარჩიეს ის ნაწარმოებები, რომლებმაც მათზე დადებითი გავლენა იქონია და საკუთარი ემოციებისა და ფანტაზიის ფურცელზე გადმოტანა და პრეზენტაცია გადააწყვეტინა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
აქტივობაში მეხუთე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
იხილეთ ფოტოები