წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კონკურსში გაიმარჯვეს
19-07-2018
მწერალთა სახლში კონკურსის „ჩემი წინაპარი ჩემს ასაკში" დაჯილდოება გაიმართა. 

კონკურსში წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იაკო ფანგანმა და სოსო კორძაიამ გაიმარჯვეს. 

ისინი ისტორიული ატლასით, სპეციალური სერტიფიკატით და ინგლისურში გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ ბერლინში ოქტომბრის თვეში საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის უფლებით დააჯილდოვეს. 

გამარჯვებული მოსწავლეების ნაშრომები სხვა 4 გამარჯვებულ ნაშრომთან ერთად კრებულის სახით დაიბეჭდება, რომელიც აგვისტოს ბოლოს გამოვა. 

სერტიფიკატი გადაეცა ასევე კონკურსის მონაწილეს ხატია ფირცხელიანს. 

წვირმის საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეებს ამ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203