ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანილი წარმატება - ვაიოს საჯარო სკოლის მოსწავლეების ასპარეზობა მალტაში
19-07-2018
ვაიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაგიდის ჩოგბურთში ჯერ საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვეს, შემდეგ კი ქვეყნის სახელით მოსწავლეთა შორის მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს. 

ელზა მახაჭაძე, ლინდა ჩიკვაიძე, ქეთი შავიშვილი და მირანდა გორგილაძე ქედიდან მალტაში მიმავალ გზაზე საზეიმოდ გააცილეს. ოლიმპიადაში მონაწილე 21 ქვეყნის წარმომადგენელს შორის მათ მე-14 ადგილი დაიკავეს და ისეთი ქვეყნები დაამარცხეს, როგორებიც იტალია და გერმანიაა.

ვალიოს საჯარო სკოლის დირექტორი ბადრი შავიშვილი ამაყია მისი მოსწავლეების წარმატებით და თვლის, რომ მათ ჯერ საქართველოს გააცნეს თავიანთი პატარა, მაგრამ გამორჩეული სკოლა, შემდეგ კი ქვეყნის გარეთ გაიტანეს სამშობლოს სახელი.

გოგონების წარმატებით განსაკუთრებით ბედნიერი და ამაყია მათი მწვრთნელი იოსებ მახაჭაძე, ის სპორტსმენებს თან ახლდა მალტაში და შეჯიბრებების დროს ამხნევებდა. ამბობს, რომ გოგონებმა მაგიდის ჩოგბურთის გარდა, ქვეყნების კულტურის საპრეზენტაციო საღამოზეც ღირსეულად წარმოაჩინეს საქართველო და აჭარული ცეკვითაც გაალამაზეს მალტა. 

გოგონების თქმით, საქართველოს ჩემპიონობა და მალტაში მოგზაურობა დიდი გამოცდილება და მოტივაციაა მათთვის. ისინი საყვარელ მწვრთნელთან ერთად კიდევ უფრო მეტ მუშაობასა და წარმატებისკენ სვლას აგრძელებენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203