ფოთის N8 საჯარო სკოლაში გეოგრაფიაში ვიქტორინა ჩატარდა.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ
სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავჯდომარე გიორგი კოპალიანი და მე-12 კლასის მოსწავლეები - ანა სიჭინავა და ბექა გიგიბერია. ვიქტორინის ორგანიზებაში ასევე აქტიურად იყო ჩართული გეოგრაფიის მასწავლებელი მარეხი კვირკველია.
ვიქტორინაში მე-9 კლასის მოსწავლეთა გუნდმა გაიმარჯვა. გუნდის კაპიტანი ნინო სიჭინავაა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის ადმინისტრაციამ და მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, რომ გეოგრაფიის ვიქტორინა ყოველი წლის 24-აპრილს ჩატარდება და სკოლის ტრადიციად იქცევა.
იხილეთ ფოტოები ვრცლად