ფოთის №2 საჯარო სკოლის მოსწავლის ნაშრომი სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაზე ფიზიკისა და რადიოტექნიკის სექციის გამარჯვებული გახდა
19-07-2018
ნიკო ნიკოლაძის სახელობის ფოთის №2 საჯარო სკოლის Xა კლასის მოსწავლე ალექსანდრე გიორგაძე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გამართულ მოსწავლეთა 72-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში მონაწილეობდა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, ალექსანდრეს თემამ - „ჰიგსის ბოზონი - წარსული თუ მომავალი“ სასკოლო და საქალაქო კომისიების მოწონება დაიმსახურა და რესპუბლიკურ კონფერენციაზე წარსადგენად რეკომენდაცია მიიღო.
„სკოლის აღსაზრდელემა წარმატებით დაიცვა თავისი ნაშრომი და გახდა ფიზიკისა და რადიოტექნიკის სექციის გამარჯვებული. კონფერენციის ჟიურიმ ხაზგასმით აღნიშნა ჩვენი მოსწავლის აქტიური ჩართულობა არა მხოლოდ მისი, არამედ სხვა წარდგენილი თემების განხილვაში. როგორც ფიზიკის მეცნიერებათა პროფესორმა, იური პაპავამ, აღნიშნა ეს ალექსანდრეს საფუძვლიან ცოდნაზე მიუთითებდა. მიღწეული წარმატებისთვის ჩვენი წარჩინებული მოსწავლე პირველი ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა და როგორც გამარჯვებულთა შორის ერთ-ერთ საუკეთესოს, ფონდმა „იავნანამ“ საჩუქრად პლანშეტი გადასცა. სკოლა წარმატებებს უსურვებს ალექსანდრესა და მისი თემის ხელმძღვანელს, ფიზიკის მასწავლებელ ნინო ლომიძეს სამომავლო გეგმების განხორციელებაში“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.