სამტრედიის N4 საჯარო სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლემ მარიამ ქუთათელაძემ პრეზენტაცია ჩაატარა თემაზე- „ბულინგი სკოლაში“.
მარიამ ქუთათელაძემ ჩაგვრის მიზეზებსა და შედეგებზე ისაუბრა და პრეზენტაციის მსმენელებთან ერთად ძალადობის პრევენციის გზების ძიებას შეეცადა.
პრეზენტაციას სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პრეზენტაცია ძალადობის შესახებ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.
იხილეთ ფოტოები