ხარაგაულის N2 საჯარო სკოლაში სახელოვანი პოეტის, პროზაიკოსის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ავთანდილ ყურაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა.
სახელოვან მოღვაწეს 75 წელი შეუსრულდა.
მას პედაგოგები, მოსწავლეები და რაიონის საზოგადოების წარმომადგენლები შეხვდნენ.
სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს პოეტის ლექსები.
თავად პოეტმა კი მათ საჩუქრად გადასცა თავისი ლექსების კრებული.
იხილეთ ფოტოები