გაეცანით ტაბაკინის საჯარო სკოლაში 2017-18 სასწავლო წელს ჩატარებულ აქტივობებს
20-07-2018
ტაბაკინის საჯარო სკოლაში 2017–2018 წელი საკმაოდ დატვირთული იყო.
შეფასების ჯგუფის წევრები დადიოდნენ ტრენინგებზე, ასევე სხვადასხვა საგნის მასწავლებელმა გაიარა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგები. სხვადახვა საგნის მასწავლებელმა ჩაატარა როგორც სტანდარტული, ასევე სამოდელო გაკვეთილი. 3 მასწავლებელი ელოდება „უფროსი მასწავლებლის“ სტატუსს.
სკოლაში ჩატარდა „თავისუფალი გაკვეთილები“ წიგნიერების, ინტელექტუალურ–შემეცნებითი, ხელოვნების და სპორტის მიმართულებით.
სკოლაში ფუნქციონირებს სამოქალაქო კლუბი „მომავლის თაობა“.
გუნდი სახელწოდებით „სხივი“ მთელი წლის განმავლობაში ახორციელებდა სხვადასხვა აქტივობას: ბავშვთა უფლებებზე, მოწევისა და ნარკომანიის წინააღმდეგ.
მაისიდან დაიწყო პროექტი „სასკოლო აქტივობები“, რომლის ფარგლებშიც ინტელექტუალურ–შემეცნებითი მიმართულება დააფინანსა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.
IX და XI კლასებში ტარდებოდა პროფორიენტაციის გაკვეთილები. II კლასში ჩატარდა ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. IV კლასს ჰქონდა გამოსაშვები ღონისძიება.
ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ ჩაატარა ერთობლივი ღონისძიება.
მოსწავლეები ჩართული იყვნენ ზესტაფონის ახალგაზრდული პარლამენტის მიერ განხორციელებულ აქტივობებში.
სკოლის მოსწავლემ მოსწავლემ ლევან გორგაძემ მონაწილეობა მიიღო 72–ე სასწავლო შემოქმედებით კონფერენციაში თემით: „მე მოგიყვებით ჩემს დედულეთზე“. ლევანი ქართული ენის სექციაში მონაწილეობდა და ზონალურ ტურში გამარჯვებული თემა გადაიგზავნა თბილისში. მან მე–11 ადგილი აიღო და მისი ნაშრომი წარადგინეს მეცნიერებათა აკადემიის ჯილდოზე.