როგორია უჩამბის საჯარო სკოლის მოსწავლის თვალით დანახული დაცარიელებული სოფელი უჩამბა
უჩამბის საჯარო სკოლის მოსწავლემ ანნა ბერიძემ თავის მშობლიურ სოფელზე ჩანახატი დაწერა. როგორია დაცარიელებული სოფელი უჩამბა, რატომ ჩამოაქვთ ზეცა წეროებს და სად იყურებიან მოწყენილი სახლები - ანნას ჩანახატში ამ და სხვა ისტორიებზე წაიკითხავთ.
„საღამო ხანი იყო.
ფანჯარასთან ვიჯექი და ვიყურებოდი. ჩვეულებრივი დღე იყო. არაფერი მომხდარა. უბრალოდ
ვიჯექი, გავყურებდი ქალაქს და ვფიქრობდი.
უცბად, საიდანღაც, თითქოს ქარმა მოიტანაო, მოვარდა
ჩემი სოფლის სურნელი, უჩამბის, ჩემი საამაყო სოფლის სურნელი. უცბად მეცა, შემომეჭრა,
შემბორკა, თვალწინ ჩამიქროლა, ხელი ჩამჭიდა და აღარ გამიშვა. მექაჩებოდა, თითქოს მევედრებოდა წამოდი, არ მიმატოვოო. გულიდან,
გაუსაძლისი ტკივილების კუნჭულიდან, გადმოიღვარა
სოფელში ბებიასთან და ბაბუასთან გატარებულმა ცხოვრებამ. უცბად გადმოიღვარა და თავზე
დამატყდა...“
ჩანახატი ვრცლად იხილეთ ბმულზე.