ველევის საჯარო სკოლა ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს.
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ასფალტზე ხატვა მოეწყო, თემით „ჩემი ოცნება“.
სასწავლო წლის ბოლოს გაიმართა პრეზენტაციები და მსჯელობები თემაზე „რა მომცა ამ სასწავლო წელმა და რას ვისურვებდი სამომავლოდ“.
მომხსენებელი მოსწავლეები სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
პირველკლასელ ლიზი გოგსაძეს სკოლის დირექტორმა მიულოცა პირველი კლასის წარჩინებით დაძლევა და მეორე კლასში გადასვლა,
მან მოსწავლეს სამახსოვრო საჩუქარი ნიკო ლომოურის „ქაჯანა“ გადასცა.