იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ყოველწლიური კონკურსი „მოვეფეროთ იაკობსა და დედაენას“ ჩაატარა.
საქართველოს ყველა სკოლიდან 5000-მდე ნაშრომი განიხილებოდა, მათ შორის იყო თერჯოლის პირველი სკოლის მიერ დამზადებული სამგანზომილებიანი, მუსიკალური "დედაენა".
იდეის ავტორები და შემქმნელები არიან: ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები თამარ ამირანაშვილი და ასმათ ჩიტორელიძე; მხატვრები: მე-11 კლასის მოსწავლე ელენე სირბილაძე, მშობელი-ნათია წიწილაშვილი და ხელოვნების მასწავლებელი ხათუნა გურული; კალიგრაფი: გეოგრაფიის მასწავლებელი მაგლონი კუპატაძე ; შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელი: სკოლის დირექტორი ელისო მურადაშვილი.
კონკურსში გამარჯვება და "ქართული პედაგოგიური ელიტის უმაღლესი ჯილდო", იაკობ გოგებაშვილის მედალი, თერჯოლის პირველმა სკოლამ და ამ წიგნის შემოქმედებითი ჯგუფის პედაგოგებმა მოიპოვეს.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის მიერ ჩატარებულ კვირეულს ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობდა.
როგორც პედაგოგები აღნიშნავენ, წიგნის შეფასებისას კონკურსის ორგანიზატორებმა და სხვა მონაწილეებმაც ვერ დამალეს ემოციები.