უდაბნოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა „ეროვნული იმპერატივის“ პროექტში მიიღეს
20-07-2018
უდაბნოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ეროვნული იმპერატივის“ პროექტში „ჩვენ-ახალგაზრდებისათვის“ მონაწილეობა მიიღეს.
ღონისძიება სოფელ უდაბნოში ჩატარდა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს მიეძღვნა.
წარმოდგენილი იყო შემდეგი აქტივობები:
სემინარი თემაზე „დამოუკიდებლობა და თავისუფლება-პროცესები და შედეგები“- მომხსენებელი გიორგი სავანელი;
მხატვრულ-ლიტერატურული ინტერმედია მსახიობების-თამარ ადამიას, თეკა კოხრეიძის და გიორგი სავანელის მონაწილეობით;
შეხვედრა პოეტ თინათინ მღვდლიაშვილთან, რომელმაც აუდიტორიას საკუთარი ლექსები წაუკითხა. უდაბნოს სკოლის მოსწავლემ კი თინათინის ლექსი ექსპრომტად ავტორის წინაშე წარმოსთქვა;
დასკვნით ეტაპზე ღონისძიების მსვლელობაში კი თავად ახალგაზრდები ჩაერთნენ და მონაწილეობა შემეცნებით თამაშ-კონკურსებში- „ლიტერატურული ლაბირინთი“ და ბლიც-ვიქტორინა, მიიღეს.
გამარჯვებული მოსწავლეები სიმბოლურად ქართველ მხატვართა საიუბილეო ალბომებით დაჯილდოვდნენ.
დასასრულს მოსწავლეებმა „ეროვნული იმპერატივის“ წევრების წინაშე იმპროვიზირებული მუსიკალური ნომრები წარადგინეს და ლექსები წაიკითხეს.