როკითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის გრამატიკაში ცოდნა განიმტკიცეს
20-07-2018
როკითის საჯარო სკოლაში 2017-2018 სასწავლო წელს მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეებისთვის წრე - „ქართული ენის გრამატიკა“ ფუნქციონირებდა. წრეს პედაგოგი მეგი გიორგიძე ხელმძღვანელობდა.
საწრეო მუშაობა სამი თვე (მარტი-აპრილი-მაისი) გაგრძელდა. სულ 10 შეხვედრა შედგა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, საწრეო მუშაობა საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. სკოლის აღსაზრდელებმა ქართული ენის გრამატიკაში ცოდნა განიმტკიცეს.