შუაღელეს საჯარო სკოლის მოსწავლეები ღონისძიებაში - „შენ გქვია დედა და... საქართველო“ მონაწილეობდნენ
23-07-2018
ზვიად დავითაძის სახელობის შუაღელეს საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიძღვნილ ღონისძიებაში - „შენ გქვია დედა და... საქართველო“ მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას მარინა თედორაძე და მერი ბეჟანიძე ხელმძღვანელობდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, შუაღელეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ციხისიძირის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად პეტრას ციხემდე მსვლელობა მოაწყვეს.

„პეტრას ციხესთან კი დეპუტატ ვაჟა შავიშვილის ხელმძღვანელობით ერთად აღვნიშნეთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე. ჩვენი სტუმრები იყვნენ აჭარის მთავრობისა და ქობულეთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203