სენაკის N1 სკოლის მუსიკის მასწავლებელმა დარეჯან ფაჩულიამ მეცხრე კლასში ჩაატარა ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: „ჰანგები და პოეზია“.
გაკვეთილის სტუმარი იყო თანამედროვეობის გამორჩეული პოეტი ვასილ ბესელია.
მოსწავლეებმა ისაუბრეს პოეზიაზე, წაიკითხეს ლექსები და დაუსვეს პოეტს კითხვები.
როგორც სკოლის მასწავლებლები აღნიშნავენ, კულმინაცია სამუსიკო სკოლის გუნდი ''ტრიო ფადაგი'' გახლდათ. მუსიკალურმა ჰანგებმა გაალამაზა გაკვეთილი. გაკვეთილმა შემოქმედებითად ჩაიარა.
გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ნ.გოგელიძე და სენაკის კულტურის სამსახურის თანამშრომელი თ.გრიგოლია.