თხილნარის N1 საჯარო სკოლის კლუბის წევრებმა უნებართვო ნაგავსაყრელების შემცირების მიზნით შეხვედრა ჩაატარეს
23-07-2018
მინდია აბაშიძის სახელობის თხილნარის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა საზოგადოებაში საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით სამუშაო შეხვედრა ჩაატარეს. 

აქტივობას სკოლის სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელი ელენე ბათაძე და თხილნარის თემის რწმუნებული მერაბ სარჯველაძე ესწრებოდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კლუბის წევრებმა შეხვედრაზე მსმენელებს ნარჩენების მართვის ახალი კოდექსი გააცნეს და პრეზენტაციის სახით წარუდგინეს დანაგვინებასთან დაკავშირებული კონკრეტული ჯარიმები. 

მოსწავლეებმა სკოლის ადმინისტრაციასთან და თემის რწმუნებულთან ერთად იმსჯელეს სოფელში არსებული უნებართვო ნაგავსაყრელების შესახებ და შეიმუშავეს გეგმა უნებართვო ნაგავსაყრელების აღრიცხვის, მონიტორინგისა და მათი რიცხვის შემცირების შესახებ. 

„დედამიწა ყოველწამს მძიმდება საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. ამაზე პასუხისმგებელი არის ადამიანი. სახელმწიფო უწყებები ყოველთვის ზრუნავენ ნარჩენების პრევენციაზე, სეპარირებაზე, წინასწარი დამუშავებისა და ხელახალი გამოყენების გეგმებზე. ზოგიერთ ქვეყანას ეს შესანიშნავად გამოსდის, ზოგიერთი კი ნაწილობრივ ახერხებს ქვეყნის სუფთად მოწყობას. იმისათვის ,რომ ნარჩენების მართვა მოხდეს სრულყოფილად, ამაზე თითოეული მოქალაქე უნდა ზრუნავდეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203