როკითის საჯარო სკოლის მასწავლებელმა საზაფხულო სკოლა მოაწყო
23-07-2018
როკითის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა თამარ ქორიძემ საზაფხულო სკოლა მოაწყო. 

თამარ ქორიძის თქმით, საზაფხულო სკოლა ითვალისწინებდა ექსკურსიას იმერეთში არსებულ მონასტრებსა და მღვიმეებში, ასევე აღნიშნულ ადგილებში მოსწავლეთა გიდობას.

„მოსწავლეებს წავუკითხე სემინარი ბაგრატის, გელათის, მოწამეთასა და სათაფლიას შესახებ, მათაც საკუთარი ცოდნა წარმოაჩინეს, აღნიშნეს, რომ სათაფლიაში მღვიმის გარდა არის დინოზავრის ნაკვალევი. მივმართე ასევე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კაბინეტს, სადაც მოსწავლეებმა  ინტენეტის დახმარებით ფოტოები დაათვალიერეს და მოიძიეს ინფორმაცია, რომელიც მათ გიდობაში დაეხმარება. ამ აქტივობებით ჩემი მიზანი იყო მოსწავლეებს განვითარებოდათ თანამშრომლობის, ასევე ინფორმაციის მოძიებისა და დახარისხების უნარები და ჩვენს რეგიონში არსებული ღირსშესანიშნაობების შესახებ ცოდნა გაეღრმავებინათ. შესვენების დროს მოსწავლეებმა ითამაშეს შემეცნებით-გასართობი თამაში - „მხიარული მატარებელი“,-აღნიშნავს პედაგოგი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203