ბაღდათის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მათემატიკაში ცოდნა გაიღრმავეს
23-07-2018
ბაღდათის N2 საჯარო სკოლის 1ბ კლასში მათემატიკაში შიდა საგაკვეთილო დაკვირვება წარმატებით ჩატარდა. სასწავლო პროცესს პედაგოგი თამარ ენდელაძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. მასწავლებელმა კლასში ხალისიანი სასწავლო გარემო შექმნა და მოსწავლეები გაკვეთილში მონდომებით ჩაერთნენ. პირველკლასელებმა როგორც ინდივიდუალურად ისე ჯგუფურად იმუშავეს და მათემატიკაში ცოდნა გაიღრმავეს.
შიდა შეფასების ჯგუფმა გაკვეთილი დადებითად შეაფასა. იხილეთ ფოტოები