ოდიშის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიება -„ოთხი წელი გაფრინდა“ გამართეს
23-07-2018
ალექსანდრე საჯაიას სახელობის ოდიშის №1 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ლეილა თირქიას ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „ოთხი წელი გაფრინდა“ გამართეს. სკოლის აღსაზრდელებმა ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები შეასრულეს და პირველ მასწავლებელს გამოეთხოვნენ.
ღონისძიების ბოლოს დამრიგებელმა აღსაზრდელებს დაწყებითი საფეხურის წარმატებით დასრულება მიულოცა სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა. იხილეთ ფოტოები