ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის უდიდესი წარმატება IJSO - ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე
16-12-2016
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დელეგაციამ უდიდესი წარმატება მოიპოვა IJSO - ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე, რომელიც 1-11 დეკემბერს გაიმართა ინდონეზიის თვალწარმტაც კუნძულ ბალიზე. 

ოლიმპიადა 9 კლასდამთავრებულთათვის ტარდებოდა - ქიმიაში, ბიოლოგიასა და ფიზიკაში.

აღნიშნულ ოლიმპიადაზე საქართველო პირველად ასპარეზობდა და მით უფრო საამაყოა მიღწეული შედეგი - ბრინჯაოს მედალი.      

48 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას აღნიშნულ ოლიმპიადაზე, რომლის ოფიციალური სპონსორი ბილ გეითსის Microsoft-ია.  

მომავალ წელს სკოლის გუნდი ჰოლანდიაში გაემგზავრება, სადაც 50 ქვეყანა იქნება წარმოდგენილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203