საჯავახოს საჯარო სკოლაში წიგნიერების მიმართულებით თავისუფალი გაკვეთილები ჩატარდა
23-07-2018
სამტრედიის, საჯავახოს საჯარო სკოლაში წიგნიერების მიმართულებით თავისუფალი გაკვეთილები ჩატარდა. 

პროექტში - „ქართული დამწერლობა-ანბანის სამი სახეობა“ მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

პროექტს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლელა ზაქრაძე ხელმძღვანელობდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის ქართული სამწერლო მემკვიდრეობის გაცნობას, ასომთავრული და ნუსხური ანბანის მახასიათებლებისა და წერის ტექნიკის ელემენტარულ დონეზე გაცნობა-დაუფლებას, ქართული კალიგრაფიის, დამწერლობისა და ანბანის პოპულარიზაციას და მოსწავლეებში წიგნიერებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობას.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას ქართული დამწერლობის-ანბანის სამი სახეობის-შესახებ, ასევე გააცნობიერეს მისი განსაკუთრებული მნიშვნელობა მსოფლიო კულტურაში. პედაგოგმა პროექტის განხორციელებისას სხვადასხვა სახალისო აქტივობები გამოიყენა.

„აღნიშნული სახალისო აქტივობები გაზრდის მოსწავლეების მოტივაციას, სრულყოფილად შეისწავლონ ძველი ქართული ანბანი და გამოიყენონ იგი სამომავლოდ სხვადასხვა მიზნით“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები იხილეთ ბმულზე
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203