აჭარისწყლის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობებით დატვირთული თავისუფალი გაკვეთილი ჩატარდა
23-07-2018
აჭარისწყლის საჯარო სკოლის მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებს თავისუფალი გაკვეთილი ჩაუტარდათ. გაკვეთილის თემა იყო საქართველოს ციხე-ქალაქები. სასწავლო პროცესს პედაგოგი ეთერ წითელაძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგმა გაკვეთილზე საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები გამოიყენა. მოსწავლეებმა იმუშავეს, როგორც ინდივიდუალურად ისე ჯგუფურად.