საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში „ანბანის ზეიმი“ გაიმართა
25-07-2018
საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში „ანბანის ზეიმი“ გაიმართა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელები დამსწრე საზოგადოების წინაშე საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგნენ.

ღონისძებას მეუფე ეფრემი, რესურცენტრის ხელმძღვანელი ია სვანიძე, სკოლის მოძღვარი მამა კონსტანტინე, მშობლები, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. 

ღონისძიება დამრიგებლებმა ლია ფუტკარაძემ და რუსუდან თეთრაძემ მოამზადეს. დეკორაცია კი ხელოვნების პედაგოგმა ნათია კობალაძემ შექმნა. „ანბანის ზეიმი“ მუსიკალურად მუსიკის პედაგოგმა მარიამ ფოჩხიძემ გააფორმა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203