თბილისის N60 სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის შემეცნებით-გასართობი თამაშები ჩატარდა.
პროექტში მონაწილეობდნენ მესამეკლასელები, რომელთაც მხიარული სპორტული შეჯიბრის გარდა მოაწყეს შემეცნებითი ინტელექტუალური ვიქტორინა. მონაწილეებს ჟიური აფასებდა ქულებით 7 სხვადასხვა ნომინაციაში: „იდუმალი ყუთი“, „ეს საინტერესოა“, „ლამაზი სუფრა“, „ჰიგიენა და სამზარეულო“, „აბა გამოიცანი“, „ლექსი-ანდაზა-გამოცანა“, „მხიარული სტარტები“ - საპნის ბუშტები ვირუსების წინააღმდეგ.
ღონისძიება მოეწყო „ნესტლე - ჯანსაღი ბავშვების“ ეგიდით და მას ესწრებოდნენ „ნესტლე - ჯანსაღი ბავშვების“ საპატიო სტუმრები და სკოლის დირექცია.