ქუთაისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო ინგლისურენოვან კონფერენციაში წარმატებით მონაწილეობდნენ
25-07-2018
ქუთაისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოველწლიურ საერთაშორისო ინგლისურენოვან კონფერენციაში - British, American and Georgian Cultural Studies მონაწილეობდნენ. სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელები კონფერენციაზე წარმატებით გამოვიდნენ - მე-11 კლასის მოსწავლე ანასტასია მახათაძემ პირველი ადგილი დაიკავა, მერვეკლასელ ანანო ჩოგოვაძეს და მეშვიდეკლასელ მარიამ მებუკეს კი მე-3 ადგილი ერგოთ. სკოლის აღსაზრდელების ხელმძღვანელები პედაგოგები ეკა დიასამიძე, ლია დადუნაშვილი და ნატო ასათიანი არიან.
„კონკურსი საკმაოდ წარმომადგენლობითი და მოსწავლეთა და სტუდენტთა შემადგენლობით ძლიერი იყო. ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენს ქალაქს ასეთი ნიჭიერი და განვითარებული ახალგაზრდობა ჰყავს“,-აღნიშნავს სკოლის წარმოამდგენელი. იხილეთ ფოტოები