შულავერის N1 საჯარო სკოლაში სპორტის მიმართულებით თავისუფალი გაკვეთილები აქტიურად ტარდება
25-07-2018
შულავერის N1 საჯარო სკოლა კვლავ აგრძელებს „თავისუფალ გაკვეთილებში“ მონაწილეობას სპორტის მიმართულებით. 

გაკვეთილებს სპორტის პედაგოგი გურამ მაკარაძე ხელმძღვანელობს. 

გაკვეთილის მიზანი მოსწავლეებში სპორტული უნარების განვითარების ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ სპორტის ისტორიას, ფეხბურთის წესებს, ქართული ფეხბურთის ისტორიას, ნახეს ფილმები „პირველი მერცხალი“ და „ფეოლა“. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203