განძის N2 საჯარო სკოლა საზაფხულო სკოლების გაცნობით ღონისძიებაში მონაწილეობდა
25-07-2018
„არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების“ პროექტის ფარგლებში ნინოწმინდის კულტურის სახლში ნინოწმინდაში მოქმედი საზაფხულო სკოლების ერთობლივი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში განძის N2 საჯარო სკოლის საზაფხულო სკოლაც მონაწილეობდა.
სკოლის მოსწავლეებმა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „ჩვენ საქართველოს შვილები ვართ“ წარმოადგინეს.
კომპოზიციას პედაგოგი ნანული მიხანაშვილი ხელმძღვანელობდა. იხილეთ ფოტოები