ქუთაისის N23 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი პროექტი განხორციელდა
25-07-2018
ქუთაისის N23 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი პროექტი განხორციელდა. სკოლის აღსაზრდელებმა პროექტის ბოლო აქტივობა დედამიწის დღეს მიუძღვნეს. მოსწავლეებმა ტყეში ლაშქრობა მოაწყვეს, შერჩეული ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს და გარემოსდაცვით თემებზე ტრაფარეტები შექმნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სამსაათიანი აქტივობა პიკნიკს, ლაშქრობას და გარემოსდაცვით აქციას აერთიანებდა. აქტივობაში აქტიურად იყვნენ ჩართული მშობლები. იხილეთ ფოტოები