დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლაში თემაზე - „ქალები დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტში და დღეს“ დისკუსია გაიმართა
25-07-2018
დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლაში, ხელვაჩაურის რესურსცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, პროექტის - „საქართველოს ისტორიის ფურცლები“ ფარგლებში ისტორიისა და სამოქალაქო განათლების კლუბის წევრების შეხვედრა გაიმართა. სკოლის აღსაზრდელებმა იმსჯელეს თემაზე - „ქალები დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტში და დღეს“.
დისკუსიაში მოსწავლეებთან ერთად აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე მონაწილეობდნენ.
კლუბის წევრებმა ღონისძიების სტუმრებს მადლობა გადაუხადეს და იმედი გამოთქვეს, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც დაიგეგმება. იხილეთ ფოტოები