ფოთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტში - „ფსოუზე არეკლილი ვარსკვლავებად“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
25-07-2018
ნიკო ნიკოლაძის სახელობის ფოთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სოფიო ღლონტი საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციამ ქსელურ პროექტში - „ფსოუზე არეკლილი ვარსკვლავებად“ მონაწილეობისთვის დააჯილდოვა. პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
პროექტში ქვეყნის მასშტაბით 45 სკოლა მონაწილეობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებაზე მოსწავლეებმა თავად ისაუბრეს პროექტის მსვლელობისას მიღებულ შთაბეჭდილებებსა და ემოციებზე.
პედაგოგ სოფიო ღლონტს ქსელურ პროექტში განხორციელებული სამუშაოებისთვის სერთიფიკატი გადაეცა. მოსწავლეები - შოთა აბულაძე (XII კლასი), თამარ ფანცულაია (XII კლასი), ანა ღვამბერია (XII კლასი), მარიამ იობაძე (XII კლასი), ალექსანდრე გიორგაძე (X კლასი) და ოთარ ჯაბურია (VIII კლასი) მე-2 ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდნენ.
სკოლა პედაგოგსა და აღსაზრდელებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.