განძის N2 საჯარო სკოლაში საზაფხულო სკოლა „მწიგნობარი“ ფუნქციონირებს
26-07-2018
განძის N2 საჯარო სკოლის ქართული ენის კლუბთან „რუსთველელები“ „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების“ პროექტის ფარგლებში საზაფხულო სკოლა „მწიგნობარი“ ფუნქციონირებს.
სკოლის მიზანია ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა, კითხვისა და მეტყველების უნარ-ჩვევების ამაღლება მცირე მოცულობის ტექსტების გამოყენებით (იგავ-არაკები, გამოცანები, ანდაზები, ენის გასატეხები), ავთენტური სიტუაციების გათამაშება სხვადასხვა თემაზე.