ქვემო მახოს სკოლის ღონისძიებაზე მოსწავლეებმა საუკეთესოდ წარმოაჩინეს თავიანთი შესაძლებლობები
19-12-2016
''გამარჯობა ზამთარო'' - სწორედ ასე უწოდეს ღონისძიებას, რომელიც ჩატარდა ქვემო მახოს სკოლაში. 

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ლექსები და მუსიკალური ნომრები. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ დაწყებითი კლასის მოსწავლეები. 

როგორც მასწავლებლები აღნიშნავენ, ბავშვებმა საუკეთესოდ წარმოაჩინეს თავიანთი შესაძლებლობები, ზოგიერთი მოსწავლის დებიუტი შედგა სკოლის სცენაზე. 

ღონისძიება მოამზადა და უხელმძღვანელა მუსიკის მასწავლებელმა ლალი ქათამაძემ.

დამსწრე საზოგადოება და მშობლები კმაყოფილი იყვნენ ღონისძიებით. სამომავლოდ ამ მხრივ სკოლამ კიდევ უფრო აქტიურობა დაგეგმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203