ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს გამოეთხოვნენ
26-07-2018
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში მე-4 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ხელმძღვანელობით, დაწყებითი საფეხურის დამთავრება ღონისძიებით - „მობრძანდით, ნახეთ რანი ვართ!“ აღნიშნეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები პირველ მასწავლებელს - საქართველოს დამსახურებულმა პედაგოგ ციალა ჯაფარიძეს გამოეთხოვნენ.
ღონისძიება დატვირთული იყო სიმღერებით, ლექსებით, ცეკვებითა და იუმორისტული ჩანართებით.
„მოსწავლეებმა სცენაზე მიიწვიეს ინგლისურის მასწავლებელი, მარი ქაჯაია და რამდენიმე „ეშმაკური“ კითხვაც დაუსვეს. სახალისო ამბები გაიხსენეს და დამსწრე საზოგადოებას სლაიდშოუ აჩვენეს, სადაც მათი ოთხწლიანი სასკოლო ცხოვრება იყო წარმოდგენილი“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
ღონისძიების ბოლოს კლასის დამრიგებელს მშობლებმა სიმღერა მიუძღვნეს. იხილეთ ფოტოები