თბილისის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეები მათემატიკურ კონკურსში მონაწილეობდნენ
26-07-2018
ნოდარ ახალკაცის სახელობის თბილისის N9 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები გუნდურ მათემატიკურ კონკურსში - „სახალისოდან შემეცნებამდე“ მონაწილეობდნენ. მათემატიკური კონკურსი საგანმანათლებლო ორგანიზაცია „ნიუ პრაიმის“ ორგანიზებით ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელები კონკურსში მონდომებით ჩაერთვნენ და საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები გამოსცადეს. იხილეთ ფოტო