ფოთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა მათემატიკურ პაექრობაში გაიმარჯვა
26-07-2018
ნიკო ნიკოლაძის სახელობის ფოთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ინიციატივითა და ქართული უნივერსიტეტის მხარდაჭერით, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეში გამართულ გუნდურ მათემატიკურ პაექრობაში გაიმარჯვა.

გუნდს მათემატიკის პედაგოგები ქეთევან შავგულიძე, დემურ ზერაგია და ტარიელ გაგულია ხელმძღვანელობდნენ.

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა თინათინ რუხაძემ და ქართული უნივერსიტეტის კანცლერმა თამაზ ვაჩაძემ გუნდის წევრები პლანშეტებით დააჯილდოვეს. 

გუნდის წევრები არიან - შოთა აბულაძე (XII კლასი), ანა ღვამბერია (XII კლასი), თამარ ფანცულაია (XII კლასი), ალექსანდრე გიორგაძე (X კლასი) და გიული გვარამია (X კლასი).

სკოლა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გამარჯვებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203